გათავისუფლებული მძევლების მონახულების შემდეგ, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი "ტერორიზმს არ შეეგუება" და არ დანებდებიან მანამ, სანამ ყველა მძევალი გათავისუფლებული არ იქნება.
მან IDF-ის ოპერაციას გმირული უწოდა და მათ მძევლების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა.
მინდა მკაფიოდ გავიმეორო: ჩვენ ყველას დავაბრუნებთ. ჩვენ ახალ შესაძლებლობებზე ვმუშაობთ. ჩვენ ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. არ დავნებდებით, ვიდრე არ დავასრულებთ მისიას და არ დავაბრუნებთ ყველა ჩვენს მძევალს სახლში", - თქვა მან.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზას ცენტრში განხორციელებული ოპერაციის დროს ჰამასის ტყვეობიდან 4 მძევალი გაათავისუფლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 7 ოქტომბერს, ნოვას მუსიკალური ფესტივალის დროს გატაცებული 4 მძევლის, ნოა არგამანის, ალმოგ მეირ იანის, ანდრეი კოზლოვისა და შლომი ზივის, ცოცხლად გადარჩენა ღაზის სექტორის ცენტრში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად მოხერხდა.
წინასწარი სამედიცინო შეფასებით, გადარჩენილი მძევლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი შემდგომი გამოკვლევებისთვის თელ-ჰაშომერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.