ნაცვლიშვილი ოცნებაზე: საკუთარი ხალხი რომ ერთმანეთს შეაძულონ, ამაზე ხარჯავენ რესურსებს

ქართული ოცნების მთავარი მავნებლობა ამ ქვეყნის წინაშე რაში მდგომარეობს, იცით? ქართული ოცნება იმას კი არ ეუბნება ქართველ ხალხს, რომ შენ შეგიძლია განვითარდე, წინ წახვიდე, ახალი სიტყვა თქვა მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ბიზნესში, ეკონიმიკაში, არა. მთლიანად უნდათ, რომ მთელი ენერგია ქართველი ერის იყოს მიმართული იმისკენ, რომ ერთმანეთი გვძულდეს და ამ დაპირისპირებაში ფულს დებენ. ეს ხალხი ფულს დებს ზიზღის შექმნის და გავრცელების მანაქანაში.

ამაში დებენ ფულს, საკუთარი ხალხი რომ ერთმანეთს გადაკიდონ და საკუთარი ხალხი რომ ერთმანეთს შეაძულონ, ამაზე ხარჯავენ ისინი რესურსებს. ამაზე დიდი ბოროტება რა შეიძლება გააკეთოს [მმართველმა] პარტიამ?

განაცხადა ლელო - საქართველოსთვის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.