უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღედ არა 9, არამედ 8 მაისს აცხადებს.
დამტკიცებული კანონპროექტის ფარგლებში, 8 მაისი უკრაინაში ოფიციალურად დასვენების დღედ გამოცხადდება.
"დღეიდან 8 მაისი ოფიციალურად არის დასვენებისა და 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე", - ამბობს რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი.
მისივე თქმით, კანონპროექტს მხარი 317 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.