მთავარი არხის სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა

მთავარი არხის სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა

მთავარი არხის სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა. არხი განცხადებას ავრცელებს და მაყურებელს მადლობას უხდის.

28 აპრილს არხის თანამშრომლებმა გენერალური დირექტორისგან გიორგი გაბუნიასგან მიიღეს შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ტელეკომპანია საქმიანობას სრულად აჩერებს.

ბოლო პერიოდში მთავარ არხზე არსებული ფინანსური კრიზისის შესახებ ღიად საუბრობდა გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია, რომელიც შექმნილ ვითარებაში არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს, გიორგი ქურდაძეს ადანაშაულებდა. მისი თქმით, მაუწყებლობაში არსებული ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეიქმნა.

მთავარი არხი 2019 წლის სექტემბერში დაარსდა ნიკა გვარამიას ინიციატივით, ხოლო მოგვიანებით წილების ნაწილი ზაზა ოქუაშვილის კომპანიებზე გადავიდა. 2024 წლის თებერვლიდან მაუწყებლობა მხოლოდ სერიალებით განახლდა, პირდაპირი ეთერის გადაცემები კი შეჩერდა.