მშობელი: ჩემი შვილი რამდენიმე მეტრის გავლისას იღლება, სუნთქვა უჭირს, წამალი ამას აგვარებს

დიაგნოზს [აქონდროპლაზიას] ახლავს თანმხლები დაავადებები. იწვევს ძილის აპნოეს, ლორდოზს, კიფოზს, ყურის ინფექციებს. როგორ არ აქვს თანმხლები დაავადებები, რატომ შეჰყავთ ხალხი სიცრუეში? თვითონ ხომ იციან. ჩემი შვილი მაგალითად, ღამით ვერ სუნთქავს, უჭირს. არიან კიდევ ჩემს შვილზე გართულებული ბავშვები, რომლებსაც მშობლები ღამეებს უთენებენ, რომ ბავშვი ძილში არ გაიპაროს იმიტომ, რომ ღამით სუნთქვას აჩერებენ...

რვა წლის არის ჩემი შვილი, რამდენიმე მეტრს რომ გაივლის, იღლება ბავშვი. პატარა ფეხები აქვს და არ შეუძლია დიდხანს გადაადგილება. უამრავი თანმხლები გართულება აქვს. მე ჩემი შვილი ერთი მეტრიც მეყვარება და 1.8 სმ-იც და მასაც მოსწონს თავის თავი, მაგრამ ხომ შეიძლება, მისწვდეს იმ ნივთებს, რასაც ვერ სწვდება და ბავშვს გამოუსწორდეს მდგომარეობა. ესენი ითვლიან სანტიმეტრებს, მე არ ვითვლი სანტიმეტრებს. პრეპარატი იმისთვისა, ამ პრობლემებს აგვარებს.

აცხადებს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, ჯუნა მამაცაშვილი სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებზე თქვა: თითქოს წამალი რომ მივცეთ, ყველაფერი შეიცვლება.