
"ოცნების" სუს-ის წარმომადგენლები მოძრაობა "ეროვნული კრების" წევრებთან, პაატა ბურჭულაძესადა მურთაზ ზოდელავასთან გამოკითხვაზე არიან შესულები.
ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოკითხვა ბურჭულაძესთან და ზოდელავასთან იმავე საქმეზე მიმდინარეობს, რაზეც სუს-ში ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი დაიბარეს.
"მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში. ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე", - წერს ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.
"ეროვნული კრების" წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე 4 ოქტომბერს დააკავეს.
მათ 9-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.