ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა

ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკითხვა დასრულდა.

მისი თქმით, შსს-ში იგი პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელშიც პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, ჩაწერილია მისი და პაატა ბურჭულაძის საუბარი.

ახალაიამ დაამატა, რომ უწყებაში მისი ხმის ნიმუში აიღეს.

"ძირითადად ეხებოდა იმ აუდიოჩანაწერს. იყო ამის გარშემო - ვის იცნობ, რას იცნობ, როდის გაიცანი?

დიდხანს სვამდნენ კითხვებს, იმეორებდნენ, ამოწმებდნენ. არ სჭირდებოდა ამდენი დრო, მაგრამ ტექნიკურად გაიწელა...

ჩემი ხმაც ისმის, იქაც იყო ის ხმა და სრულიად სხვადასხვა, სხვა სამყაროს ხმებია...

როგორც ხდება ხოლმე, პროპაგანდისტული მედია ავრცელებს, შემდგ პოლიცია ამას იღებს, როგორც ინფორმაციას. შემდეგ ამას ექსპერტიზა ჩაუტარდება და ვნახოთ...", - განაცხადა ახალაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ასევე უარყო დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღეს იგი დაკითხვისას შეუძლოდ გახდა და ამ ცნობას "არასერიოზული სიგიჟე" უწოდა.

იგი ასევე არ გამორიცხავს, რომ გამოკითხვაზე შსს მას კიდევ დაიბარებს.