ბრიტანელი მსახიობი მეგი სმითი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა შვილებმა, კრის ლარკინმა და ტობი სპეფენსმა დაადასტურეს.
"ის ტოვებს ორ ვაჟსა და ხუთ მოსიყვარულე შვილიშვილს, რომლებიც განადგურებულნი არიან თავიანთი არაჩვეულებრივი დედისა და ბებიის დაკარგვით", - ნათქვამია მსახიობის შვილების განცხადებაში.
მეგი სმითი ცნობილია ჰარი პოტერისა და Downton Abbey-ში შესრულებული როლებით.