
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი 30 მაისს შეასხა.
მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.