მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლაზე იმსჯელა და ის კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 8 მაისს გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე უნდა გამოეკითხათ, თუმცა დაცვის მხარემ გამოკითხვაზე უარი თქვა. სავარაუდოდ, ირაკლი დგებუაძეს მომდევნო სხდომაზე დაკითხავენ.

დღეს გამოიკითხა აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია. მისი გამოკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოწმის სახით დაკითხვისას გრიგოლ ბესელიამ თქვა: ""ხმა ისეთი ხმა იყო, დარტყმის შემდეგ, მაგ ფაქტი შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. სამი-ოთხი კაცი დარჩა იმიტომ, რომ აქციის წევრებიც მაგას იძახდნენ, ჟურნალისტებიდან დაწყებული აქციის წევრებით და ლიდერები დამთავრებული ყველა იძახდა, რომ აპატიეთო ქალბატონსო ანერვიულებული იყო და ნუ შეეშალა, ვერ გიცნო ან რაღაც ეგეთი რაღაცა მოხდაო და ყველა მაგას იძახდა. ახლა პოლიციელს ხელი დაარტყა ეგრე არ ხდება რა".