პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა.
საბა სხვიტარიძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საბა სხვიტარიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ის პოლიციელებმა გაიტაცეს და აწამეს.