უკრაინის ცნობით, დღეს ქალაქი ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისას რუსეთმა ხერსონი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის ცნობით, დაშავებულებს შორის არიან გადაუდებელი სიტუაციების სამსახურების 2 თანამშრომელი, პოლიციის ოფიცერი, ექიმი და მოხალისე გერმანიიდან.
"ერთი კაცი ინტენსიური ზრუნვის სერიოზული დაზიანებებით და ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან" - განაცხადა პრკუდინმა.
უკრაინის გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის სერჰიი კრუკის თქმით, დღეს რუსეთმა "კიდევ ერთი ტერორისტული აქტი ჩაიდინა - მასობრივი საარტილერიო თავდასხმა იმ ლოკაციებზე, სადაც მაშველები მუშაობენ".
პროკუდინის ცნობით, დაიტბორა 27 დასახლება და დაზიანდა 3000-ზე მეტი სახლი, მათი უმეტესობა ქალა ხერსონში. ხერსონის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინამ ამ დრომდე 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლო.
"რუსეთის ცინიკური თავდასხმების მიუხედავად, პოლიცია, მაშველები და მოხალისეები აგრძელებენ საშიში ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაციას. მათ შეძლეს 2 198 ადამიანის ევაკუაცია, მათ შორის 120 ბავშვია და 38 ადამიანია, ვისაც გადაადგილების პრობლემები აქვს" - განაცხადა პროკუდინმა.
მაშველები ცდილობენ იმ ათასობით ადამიანის ევაკუაციას, ვინც რუსეთის მიერ კონტროლირებული ნოვა კახოვკას ჰეს-ის აფეთქების შემდეგ დატბორვის ზონაში იმყოფებიან.
რუსეთი და უკრაინა ევაკუაციის პროცესში თავდასხმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
რუსეთმა კახოვკას ჰეს-ს 6 ივნისს დაესხა.