პოლიტიკური დეპოლარიზაცია ევროკომისიის ერთ-ერთ მთავარ პირობად რჩება, ოცნების ხელისუფლება კი სულ უფრო აღრმავებს დაპირისპირებას ოპოზიციასთან. კონფლიქტი გრძელდება პრეზიდენტთანაც. ზურაბიშვილზე თავდასხმის საბაბი ამჯერად ფრანგული მედიისთვის მიცემული ინტერვიუა. ოცნება წუხს, რომ პრეზიდენტმა ჟურნალისტს არ შეუსწორა, როდესაც მან პრემიერმინისტრს პრორუსი უწოდა. სადავოა პასუხი კითხვაზე, რომელიც ზურაბიშვილმა პუტინის და სი ძინპინის გასამართლებაზე გასცა. გუშინ ღარიბაშვილმა, დღეს კი ადმინისტრაციის უფროსმა ჩინეთის ელჩთან თავი იმართლეს.