მონაცემთა დაცვის სამსახურის 30-ზე მეტი თანამშრომელი ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება

მონაცემთა დაცვის სამსახურის 30-ზე მეტი თანამშრომელი ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 30-ზე მეტი თანამშრომელი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას ემიჯნება.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მათ აწუხებთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და გმობენ შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვა, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელოვანი გარანტი, ევროპული ღირებულებების მონაპოვარია. ჩვენ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები, ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ევროპული ღირებულებების ერთგულნი. გვეამაყება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიღწეული წარმატება და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანის მიერ შეტანილი წვლილი.

როგორც საჯარო მოხელეები, ვაცნობიერებთ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და საქმიანობის პროცესში ვხელმძღვანელობთ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ევროპული სტანდარტებით. ჩვენ ვიაზრებთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ, ქართველი ხალხის პრინციპულ არჩევანს ევროპაში საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომელიც თავის მხრივ ჩამოყალიბდა ქართველი ერის სახელმწიფოებრივი ტრადიციებისა და ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობის საფუძველზე. სწორედ ამიტომ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადება საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიგვაჩნია.

არჩეული ევროპული კურსის ცვლილება კი, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, შეუქცევად საფრთხეებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და დემოკრატიულ განვითარებას.

ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს და სახელმწიფოში პირადი ცხოვრების დაცულობის სადარაჯოზე მდგომ საჯარო მოხელეებს, გვჯერა, რომ ევროპულ ოჯახთან ინტეგრაცია წარმოადგენს დემოკრატიული განვითარების და ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი სტანდარტების დამკვიდრებისა და რეალიზების ფუნდამენტურ გარანტს. გვაწუხებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ვგმობთ შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას!", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. სალომე ქურასბედიანი

2. თინათინ ფალავანდიშვილი

3. ქეთევან კრაწაშვილი

4. სოფიო შამუგია

5. სალომე ოკრიბელაშვილი

6. გიორგი წაქაძე

7. ავთანდილ ლეფსვერიძე

8. სალომე ნარიმანიძე

9. სალომე სულხანიშვილი

10.ნინო ქათამაძე

11.მილენა სვანიძე

12.არჩილ ჯაველიძე

13.ლიკა ტანიაშვილი

14.მარიამ მაისურაძე

15.თამარ სარაჯიშვილი

16.თენგიზ მამულია

17.ნათია ჯანელიძე

18.მარიამ აბაზაძე

19.ნინო ცაგარეიშვილი

20.თორნიკე ნემსწვერიძე

21.დიმიტრი ბრეგაძე

22. ნიკოლოზ ქართველიშვილი

23. ეკა ალიმბარაშვილი

24. გოჩა ჩადუნელი

25. ნინო გიგლემიანი

26. ნათია გეთიაშვილი

27. ნუცა ცქიტიშვილი

28. გიორგი ხორბალაძე

29. ნუგზარ მარიკაშვილი

30. დავით ქანთარია

31. გიორგი გიორგანაშვილი