მოლდოვაში, ქვეყნის დატოვებისას გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს

მოლდოვაში, ქვეყნის დატოვებისას გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს

25 მარტს, ღამით, მოლდოვაში, კიშინიოვის აეროპორტში, მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს.

გუცულის წინააღმდეგ მოლდოვის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეები აღძრული აქვს. მას რუსეთიდან პოლიტიკური ნიშნით დაფინანსებასა და კიშინიოვში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობას ედავებიან.

გასულ გაზაფხულს, გუცული რუსეთში გაემგზავრა, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან მხარდაჭერა მიეღო. ის ამტკიცებდა, რომ მოლდოვის ხელისუფლება მას ძირს უთხრის.

ევგენია უცულის დაკავებას კრემლი გამოეხმაურა და ფაქტს "პოლიტიკური ნაბიჯი" უწოდა.

2024 წელს ევგენია გუცულს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაუწესეს.