მოლდოვამ რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ცნობილია, რომ მოლდოვაში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დღეს საგარეო უწყებაში დაიბარეს და დიპლომატიური მისიის თანამშრომლის გაძევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანამ გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მტკიცებულებებით დადგინდა, რომ რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ახორციელებდა.
ასევე გუშინ ცნობილი გახდა, რომ მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დააკავეს - მას ბრალი რუსეთის დავალებით სახელმწიფო ღალატსა და ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებაში ედება.