მილერი: თუ გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ჩვენს 2 ქვეყანას, 2 ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა

ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ ამ კანონით. ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ჩვენს ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომელსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ

ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.