მეტროში მგზავრი მატარებლის ლიანდაგში გადავარდა - მეორე ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია

მეტროში მგზავრი მატარებლის ლიანდაგში გადავარდა - მეორე ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მგზავრი მატარებლის ლიანდაგში გადავარდა. მეტროს მეორე ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. ინფორმაცია ფორმულას სატრანსპორტო სამსახურში დაუდასტურეს.

მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

ჯერჯერობით უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

განახლება - სატრანსპორტო სამსახურში ამბობენ, რომ მეტროში მოძრაობა სრულადაა აღდგენილი.