მეტროს მეორე ხაზი გაჩერებული იყო.
როგორც ფორმულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზი იყო და ის მგზავრებს ვერ ემსახურებოდა.
მათივე ცნობით, შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობდნენ.
ამ დროისთვის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა.