
გერმანიის მომავალი კანცლერი და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (ХДС) ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის გაწევრიანება ნატოში და ევროკავშირში ამ ეტაპზე გამორიცხულია. ამის მიზეზად ის რუსეთთან მიმდინარე ომს ასახელებს. მერცმა ეს განცხადება ინტერვიუში Handelsblatt-სთან გააკეთა, რომელიც გამოცემა Zeit Online-მა გაავრცელა.
„უკრაინა ამჟამად ომის მდგომარეობაში იმყოფება. ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატოს ან ევროკავშირის წევრი. ეს ეხება სწორედ მიმდინარე მომენტს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
მერცის თქმით, ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან უკრაინისადმი მიცემული დაპირებები ძალაში რჩება, თუმცა გაწევრიანების წინაპირობა ომის დასრულებაა. მან ასევე გააფრთხილა დასავლეთი, არ შეაფასოს მცდარად რუსეთის მდგრადობა.