თბილისის მერია ვაკის რაიონში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შემთხვევა მისამართზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამო მოხდა.
მერიაში ამბობენ, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი 30 000 ლარით დაჯარიმდა და მშენებლობა შეჩერდა.
"აღნიშნულ მისამართზე ხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოიშალა ფერდი.
ასევე, დაზიანდა სავალი ნაწილიც. მომხდარ ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული რეაგირება. კერძოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით.
ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა"- ნათქვამია განცხადებაში.