მელია: არ დავუშვებთ ერთპარტიულ მმართველობას - კოალიცია ცვლილებისთვის ამის გარანტია

კოალიცია ცვლილებისთვის შეიქმნა და დაფუძნდა თქვენთან ერთად ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მისიით, რომ შევცვალოთ ფუნდამენტურად ქართული პოლიტიკური სისტემა, გავატაროთ სისტემური ცვლილებები იმ პოლიტიკური სისტემისა, რომელიც, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებამ მხოლოდ გააუარესა.

ჩვენ არ ვიბრძვით ამ პოლიტიკურ სისტემაში მოთამაშეების შეცვლისთვის, ჩვენ არ გვსურს იმ პოლიტიკოსებიდან, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, რომელიმეს ადგილი დავიკავოთ, არც იმ პოლიტიკოსების ადგილის დაკავება გვსურს, ვინც ამდაგვარ პოლიტიკურ სისტემაში წარსულში იყვნენ ხელისუფლებაში. ჩვენ გვინდა შეცვალოთ პოლიტიკური სისტემა იმდაგვარად, რომ გაჩნდეს სივრცე ახალგაზრდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, გამოცდილი ადამიანებისთვის, კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის, პროფესიონალი ადამიანებისთვის.

ჩვენ არ მოგვწონს ერთი კაცის მმართველობა, არ მოგვწონს ერთპარტიული მმართველობა და ამას ჩვენ არ დავუშვებთ და კოალიცია ცვლილებისთვის არის ამის გარანტი.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთავში, კოალიციის პირველ მასშტაბურ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს.