მედვედევი: ბაიდენი მორჩა, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები" მიღწეული იქნება

მედვედევი: ბაიდენი მორჩა, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები" მიღწეული იქნება

"ბაიდენი მორჩა", - ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნას.

"ბაიდენი მორჩა. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება", - წერს მედვედევი ტელეგრამზე.

21 ივლისს ბაიდენმა წერილი გამოქვეყნა, რომელშიც წერს, რომ კანდიდატურას ხსნის. მოგვიანებით მან დაწერა, რომ კანდიდატად მხარს კამალა ჰარისს უჭერს.