ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა

ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი აღარ იქნება. კანდიდატურის მოხსნის შესახებ ის წერილს აქვეყნებს.

წერილში ბაიდენი აღნიშნავს, რომ სჯერა, ეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესშია.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მჯერა, რომ ეს ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია", - წერს ბაიდენი.

მისი თქმით, გადაწყვეტილებაზე მომდევნო კვირაში ვრცლად ისაუბრებს.