
Sky News-ი წერს, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს რომში, პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიამდე ერთმანეთს შეხვდნენ. წარმომადგენლის ცნობით, მათ „ძალიან პროდუქტიული დისკუსია“ ჰქონდათ და ასევე შეთანხმდნენ, რომ წირვის შემდეგ კვლავ გამართავენ მოლაპარაკებებს.
გამოცემა POLITICO წერს, რომ აღნიშნული ფაქტი ზელენსკის პრესსპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმაც დაადასტურა.
28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უკრაინის და აშშ-ის მხარეებს შორის მომხდარი მწვავე კამათის შემდეგ ტრამპი და ზელენსკი პირველად ხვდებიან ერთმანეთს.