მედია: SBU-მა ყირიმის ხიდზე წარმატებული ოპერაცია განახორციელა, დაზიანდა ხიდის საყრდენები.

მედია: SBU-მა ყირიმის ხიდზე წარმატებული ოპერაცია განახორციელა, დაზიანდა ხიდის საყრდენები.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მესამედ, ყირიმის ხიდზე წარმატებული სპეცოპერაცია განახორციელა.

ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაცია თვეების განმავლობაში იგეგმებოდა და რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა ხიდის წყალქვეშა საყრდენები.

"ოპერაცია რამდენიმე თვე იგეგმებოდა. SBU-ს აგენტებმა დანაღმეს ამ უკანონო მშენებლობის საყრდენები", - წერს SBU.

უწყება ასევე აცხადებს, რომ ოპერაცია დღეს, დილის 04:44 საათზე განხორციელდა, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გარეშე.

ცნობილია, რომ სპეცოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა SBU-ს ხელმძღვანელი, ვასილ მალიუკი.