კანადაში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა

კანადაში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა

კანადაში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ერთი, ხოლო დაშავდა ექვსი ადამიანი.

პოლიციის ცნობით, დაღუპულია თავდამსხმელიც. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა მანიტობას პროვინციაში, ქალაქ ვინიპეგიდან დაახლოებით 200კმ-ის დაშორებით მოხდა. პოლიციის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.