კალასი: ახალი რეგულაციები საშუალებას მოგვცემს უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის გავაუქმოთ

კალასი: ახალი რეგულაციები საშუალებას მოგვცემს უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის გავაუქმოთ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში მდგომარეობა კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, გაუარესებულია.

მისივე თქმით, მიუღებელია პერსონალური თავდასხმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებზე.

მან ასევე დაამატა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებული მექანიზმი, ევროპულ საბჭოს საშუალებას მიცემს, "უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის" გააუქმოს.

"მინისტრები ძალიან მკაფიოები იყვნენ, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა უარესდება საქართველოში. პერსონალური თავდასხმები ევროკავშირის ელჩებზე მიუღებელია და მისი ადგილი დიპლომატიაში არ არის. კომისია წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშს წლის ბოლომდე, ახალი რეგულაციებით ვიზებზე და მათი ამოქმედება ნოემბერში საშუალებას მოგვცემს გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის", - თქვა კალასმა.