პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პროტესტის 327-ე დღეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

გასული ორი დღის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის ციხეში 11 ადამიანი: ვახო სანაია, საბა ჯაფარიძე, ნინო ბერუაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ლევან ჯობავა, შალვა ჩუბინიძე, ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, საბა ხომერიკი, ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი გაუშვა.

გუშინ სასამართლო დარბაზიდან კი გაათავისუფლეს: თორნიკე თხილავა, ლაშა ჩხარტიშვილი, გელა გამყრელიძე, მანუჩარ მაჭავარიანი და მამუკა კუპრეიშვილი.

დღეს "ოცნების" პოლიციამ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით, ფორმულას ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილიც დააკავა.