მოსამართლემ თამარ თოთლაძეს 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსამართლემ თამარ თოთლაძეს 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თამარ თოთლაძეს 19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საფუძველზე, 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის აქციაზე გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის ციხეში 12 ადამიანი: ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, საბა ჯაფარიძე, ნინო ბერუაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ლევან ჯობავა, შალვა ჩუბინიძე, ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, საბა ხომერიკი, ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი გაუშვა.

გუშინ სასამართლო დარბაზიდან კი გაათავისუფლეს: თორნიკე თხილავა, ლაშა ჩხარტიშვილი, გელა გამყრელიძე, მანუჩარ მაჭავარიანი და მამუკა კუპრეიშვილი.