მოსამართლემ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსამართლემ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს 19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით, 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

ჟურნალისტი "ოცნების" პოლიციამ დღეს დილით დააკავა.

შეგახსენებთ, რომ ამავე საბაბით, გუშინ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

ქეთა ციცქიშვილის გარდა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის ციხეში 11 ადამიანი: ვახო სანაია, საბა ჯაფარიძე, ნინო ბერუაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ლევან ჯობავა, შალვა ჩუბინიძე, ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, საბა ხომერიკი, ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი გაუშვა.

გუშინ სასამართლო დარბაზიდან კი გაათავისუფლეს: თორნიკე თხილავა, ლაშა ჩხარტიშვილი, გელა გამყრელიძე, მანუჩარ მაჭავარიანი და მამუკა კუპრეიშვილი.