მსახიობ საბა ჯაფარიძეს აქციაზე სახის დაფარვის გამო 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მსახიობ საბა ჯაფარიძეს აქციაზე სახის დაფარვის გამო 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობ საბა ჯაფარიძეს 19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე სახის დაფარვის გამო, 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იგი"ოცნების" პოლიციამ დღეს დილით დააკავა.

საბა ჯაფარიძის გარდა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის ციხეში 10 ადამიანი: ვახო სანაია, ნინო ბერუაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ლევან ჯობავა, შალვა ჩუბინიძე, ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, საბა ხომერიკი, ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი გაუშვა.

გუშინ სასამართლო დარბაზიდან კი გაათავისუფლეს: თორნიკე თხილავა, ლაშა ჩხარტიშვილი, გელა გამყრელიძე, მანუჩარ მაჭავარიანი და მამუკა კუპრეიშვილი.