მოსამართლემ ნინო ბერუაშვილს რუსთაველის გადაკეტვისთვის 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსამართლემ ნინო ბერუაშვილს რუსთაველის გადაკეტვისთვის 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსამართლემ პარლამენტის წინ აქციაზე რუსთაველის გადაკეტვის გამო ნინო ბერუაშვილს 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის ციხეში 9 ადამიანი: ვახო სანაია, დავიტ გოგიჩაიშვილი, ლევან ჯობავა, შალვა ჩუბინიძე, ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, საბა ხომერიკი, ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი გაუშვა.

სასამართლო დარბაზიდან კი გაათავისუფლეს: თორნიკე თხილავა, ლაშა ჩხარტიშვილი, გელა გამყრელიძე, მანუჩარ მაჭავარიანი და მამუკა კუპრეიშვილი.

დღეს "ოცნების" პოლიციამ, სავარაუდოდ, რუსთაველის გადაკეტვისთვის ფორმულას ჟურნალისტი, ქეთა ციცქლშვილი დააკავა.