
გრძელ და დეტალურ საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ეს საუბარი შედგა დღეს პარიზში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ. სატელეფონო ზარში ევროპელი ლიდერებიც მონაწილეობდნენ.
უპირველესად, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვითარება ნამდვილი მშვიდობისკენ წარვმართოთ. განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტი, და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზეწოლა - ძლიერი, განსაკუთრებით ეკონომიკური ზომების გამოყენებით, რათა ომი დასრულდეს. მშვიდობის გასაღებია რუსეთის საომარი მანქანისთვის ფინანსებისა და რესურსების ჩამოშორება.
ასევე ვისაუბრეთ უკრაინის ცის მაქსიმალურ დაცვაზე. სანამ მშვიდობა დადგება, უკრაინელები არ უნდა იყვნენ მუდმივად რუსული თავდასხმების მსხვერპლნი. რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა მათ სიცოცხლე აღარ უნდა წაართვას. უკრაინამ შესთავაზა შეერთებულ შტატებს სპეციალური ფორმატის განხილვა ჩვენი ცის დასაცავად
ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელშ წერს.