ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Armani Group-ი ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, იტალიელი მილიარდერი, დღეს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

„Armani Group-ი უსაზღვრო მწუხარებით აცხადებს თავისი შემქმნელის, დამფუძნებლისა და მამოძრავებელი ძალის, ჯორჯო არმანის გარდაცვალების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.