მდინარე იორში არასრულწლოვანი დაიხრჩო

მდინარე იორში არასრულწლოვანი დაიხრჩო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდინარე იორში არასრულწლოვანი დაიხრჩო. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ადგილზე მისულმა მაშველებმა მოზარდს პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.