მდინარაძე: მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, უცხოელებისთვის დასაქმების პირობები გამკაცრდება

ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები. მაგალითად, აქამდე, თუ რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო, რათა უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრი პირობების გათვალისწინებით. მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო მხედველობაში მიიღებს, რამდენად დეფიციტურია ესა თუ ის პროფესია, რამდენად არის ჭარბი მოთხოვნა კონკრეტული მიმართულებით, სადაც არ გასცემს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე შესაბამის ნებართვებს და რამდენად დეფიციტურია. ეს ერთი მხრივ გააადვილებს საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმებას და მეორე მხრივ, ბაზარზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით მოგვცემს ზუსტ მონაცემებს. იმ მიმართულებით, სადაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობა საკმარისი არ არის, გადამზადების პირობებსა და შესაბამის აუცილებლობას განსაზღვრავს სწორედ სახელმწიფო

განაცხადა მამუკა მდინარაძემ.