მარნეულში ორი ადამიანი დაჭრეს

მარნეულში ორი ადამიანი დაჭრეს

მარნეულში ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. დაჭრილია ორი შუახნის კაცი.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.