
თუ მოწევის ზიანის შემცირება გვსურს, როგორი უნდა იყოს მარეგულირებელი პოლიტიკა? აქვს თუ არა მნიშვნელობა ფასების დიფერენცირებას? რა არგუმენტებია საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადმოსახედიდან რეგულაციების სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ? ამ და სხვა საკითებზე გთავაზობთ ინტერვიუს ლინდსი მარკ ლევისთან, პროგრესული პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელთან:
- რეგულატორებს იმგვარი რეგულაციები უყვართ, რომელიც მოწევის პრევალენტობას ამცირებს. რას ურჩევდით მარეგულირებელი პოლიტიკის წარმმართველებს?
- რეგულატორებმა უნდა იფიქრონ, რა არის ჩვენი მიზანი ახლა და რა შესაძლებლობები აქვთ, რაც არ იყო ადრე. მოწევის დასრულება არ მოხდება მეტი რეგულაციით და მეტი გადასახადით. ზოგიერთ ქვეყანაში რეგულატორებმა აიტაცეს კიდეც ალტერნატიული პროდუქტები, როგორც შესაძლებლობა მოწევის დასასრულებლად. საქართველოშიც უნდა იფიქრონ რეგულატორებმა ამ მიზანზე, გადასახადების ზრდით და მეტი შეზღუდვით მოწევას ვერ შეაწყვეტინებენ ადამიანებს. ამიტომ მათ უნდა მიეცეთ ალტერნატიულ, უფრო ჯანსაღ პროდუქტებზე წვდომა მათივე ჯანმრთელობისთვის და მათივე ოჯახებისთვის. მიზანზე უნდა იფიქრონ და მიზანი აქ სიგარეტის მოწევის შეწყვეტაა.
- ფასების დიფერენცირებას რა მნიშვნელობა აქვს ზიანის და მოწევის პრელევანტობის შესამცირებლად?
- ჩემი აზრით, ახლა ბევრი ადამიანი გადადის ახალ პროდუქტებზე, მაგალითად აიქოსზე იმიტომ, რომ ეს თავს უკეთ აგრძნობინებთ. თუმცა, დარჩენილი 20% მწეველები ფასების მიმართ სენსიტიური არიან. ალტერნატიულ პროდუქტს თუ იგივე ფასი ექნება, არ გადავლენ მასზე. ამიტომ [საგადასახადო შეღავათის] წახალისება მნიშვნელოვანია. რეგულატორებმა მშრომელ კლასზე უნდა იფიქრონ, ვინც ფასების მიმართ სენსიტიურია, მათ შორის, საქართველოშიც.
- პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, რადგან ეს მათი ამომრჩევლებისთვისაა მნიშვნელოვანი. რა არგუმენტებია საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადმოსახედიდან რეგულაციების სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ?
ჩვენ უნდა გამოვიდეთ ძველი სტიგმებიდან და შევხედოთ სამეცნიერო მტკიცებულებებს, რომლებიც დავის მიღმაა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯებიც შემცირდება საქართველოსთვის, თუ მეტი მწეველი გადავა ალტერნატიულ პროდუქტზე.
პირადად ჩემს მაგალითზეც ვიტყვი, მას შემდეგ რაც გადავედი სიგარეტიდან აიქოსის მოხმარებაზე, ჩემი ფილტვების მდგომარეობა გაუმჯობესდა და ჩემი ასაკის შესაბამისი ისევე, როგორც მთლიანად ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუ ადამიანები გადავლენ ალტერნატივაზე, გაუმჯობესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობაც.
- როგორ უნდა დააბალანსონ პოლიტიკოსებმა ალტერნატიული პროდუქტების წახალისებასა და ნიკოტინზე დამოკიდებულების პრელევანტობას შორის ახალ მომხმარებლებში?
- კიდევ ერთხელ ვიტყვი, უნდა იფიქრონ მიზანზე, რაც არის მოწევის შეწყვეტა ისე, რომ ახალი ადამიანები არ გახდნენ ნიკოტინზე დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა თინეიჯერებმა და ახალმა თაობამ ეს პროდუქტები მოიხმარონ. თუმცა, გვინდა, რომ ასაკით უფროს მწეველებს შევთავაზოთ ალტერნატივა. მაგალითად, განსაზღვროთ, რა ტიპის გემოებია, რაც უფროსებს მოეწონებათ, თუმცა არ იქნება მიმზიდველი, მაგალითად, 15 წლის ადამიანისთვის.
ეს მარტივი არაა. თუმცა, გვაქვს იაპონიის მაგალითი, სადაც ახალგაზრდები ნაკლებად ეტანებიან ამ პროდუქტებს, მაგრამ უფროსები გადადიან ალტერნატივებზე. მათ ძალიან ლიმიტირებული აქვთ არომატები.
საერთო ჯამში, რეგულატორებმა უნდა იფიქრონ ნიკოტინის დონეზე, არომატების ლიმიტირებასა და იმაზე, როგორ მიიზიდონ ზრდასრული მწეველები და არა ახალგაზრდა დამწყები მომხმარებლები.
- როგორ ხედავთ თამბაქოს ინდუსტრიის როლს რეგულირების პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში? ზოგი თვლის, რომ ამ პროცესში ინდუსტრიას არაფერი ესაქმება. თქვენ როგორ უყურებთ?
ეს ძალიან ცინიკური შეხედულებაა და გვაბრუნებს თამბაქოსთან ომის ორმოცდაათწლეულთან. ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებ, თუ ამ ადამიანებს მაგიდასთან არ დაისვამ. განმსაზღვრელი როლი ვერ ექნებათ, მაგრამ დისკუსიის ნაწილი უნდა იყვნენ. მოწევის დასრულება თუ გინდა, ვერ ეტყვი ინდუსტრიას, ამაში როლი არ გაქვსო, როცა პირდაპირი როლი აქვთ.