მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო.

ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლო პროცესს თავად არ ესწრებოდა.

"ამგვარ მუხლთან დაკავშირებით არ არსებობდა არანაირი პრეცედენტი, რომ სასამართლოს პატიმრობა გამოეყენებინა. ზოგადად, თუ ასეთ დაბალი შესაძლო სასჯელის მუხლთან მიმართებაში არსებობს ალტერნატიული ღონისძიების სასჯელი, როგორც წესი იყენებენ ამას. თუ არა და, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს რატომ გამოიყენა ეს გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება. ყველანაირი რესურსი უნდა ამოვწუროთ აუცილებლად რაც არის საქართველოს ფარგლებში", - განაცხადა ხაზარაძის ადვოკატმა.

მას წულუკიანის კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.