
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა X-ზე ოდესაზე თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთს მშვოდობა გულწრფელად არ სურს.
"რუსეთმა წუხელ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გულწრფელად არ სურს მშვიდობა. სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისთვის", - თქვა მაკრონმა.
21 მარტს, დილით, რუსეთმა დრონებით ოდესის ოლქს შეუტია.
უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, რუსული თავდასხმის შედეგად 3 მოზარდი დაშავდა.
ასევე, უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, ინფრასტრუქტურაც დაზიანდა.
სამაშველო სამსახურის თქმით, თავდასხმის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა, დაიწვა სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები და მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა.