
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანეულ მაკრონის უფროსი მრჩეველის ცნობით, მომავალ კვირას, ლონდონში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით უკრაინული, ამერიკული და ევროპული დელეგაცია კვლავ შეიკრიბება.
"შესანიშნავი იყო და დაიწყო პროცესი, სადაც ევროპელები მონაწილეობენ უკრაინის მომავალზე მოლაპარაკებებში", - თქვა მაკრონის მრჩეველმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველის თქმით "მნიშვნელოვანია, პარიზში დაწყებული პროცესი, რომელიც პოზიტიურია და ევროპელებიც ასოცირდებიან".
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ პარიზში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა.
"მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის წინ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებზე, კერძოდ, ცეცხლის სრული შეწყვეტის განხორციელებაზე, უსაფრთხოების გარანტირებისთვის მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტის განლაგებასა და უკრაინის უსაფრთხოების ეფექტური არქიტექტურის შემუშავებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ტრამპის წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი.
უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობდნენ.
ასევე, მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ემანუელ ბონი, ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის, მრჩეველი ჯონათან პაუელი და გერმანიის კანცლერის მრჩეველი იენს პლოტნერი.