მაკრონი პუტინის განცხადებაზე: ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოლაპარაკებები არ უძღვის წინ

მაკრონი პუტინის განცხადებაზე: ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოლაპარაკებები არ უძღვის წინ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პუტინის წინადადებას, მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესახებ, "პირველი ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი" უწოდა.

"ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოლაპარაკებები არ უძღვის წინ", - თქვა მან ჟურნალისტებთან პოლონეთში, უკრაინიდან წამოსვლის შემდეგ.

"პუტინი ეძებს გამოსავალს, მაგრამ დროის მოგება უნდა", - განაცხადა მაკრონმა.

პუტინი კიევს 30-დღიან ზავზე დათანხმების ნაცვლად პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

გუშინ, 10 მაისს, კიევში ვიზიტით მყოფმა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. მათივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინადადებას მხარს უჭერს და ის დათანხმდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, თუ ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხდება.

ტრამპმა რამდენიმე საათის წინ დაწერა, რომ "წინ დიდი კვირაა".