
მე გადავწყვიტე, რომ თქვენთან [TV პირველი] კომენტარი საერთოდ არ ღირს, არც თქვენთან, არც ფორმულასთან. ადამიანობა არ გაქვთ შერჩენილი? როგორ შეიძლება, ასე ადამიანს გაუმწარო ცხოვრება. მე პირადად [გამიმწარეთ]. თქვენთან კონტაქტი შეუძლებელია, როგორც გინდათ ისე ჭრით და კერავთ. მოდით, ასე შევთანხმდეთ, გუშინ მე რაც ფორმულას, რაც TV პირველს ველაპარაკე, სანამ მაგას არ გაუშვებთ, ჩემგან კომენტარს ვერ მიიღებთ.
ზრდასრული ადამიანი ვარ, სადაც მინდა იქ წავალ, სადაც მინდა იქ ვიქნები. 18 წელს გადავცილდი, ვარ ზრდასრული, სადაც მინდა იქ წავალ. თქვენ ნუ დარდობთ ბიძინა ივანიშვილზე, თქვენ იდარდეთ თქვენს ასეთ მოქმედებებზე, რასაც თქვენ შვრებით. როგორ არ უნდა ვიდარდო [ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე], იმიტომ რომ კაცია, რომელიც უდგას ამ ქვეყანას სათავეში და მაგრად უდგას. თქვენ რასაც უშვებით ოჯახებს, აგერ, ცოტა ხნის წინ, მე რა მიქენით - მეუბნებით, გაიქეციო. თქვენ ხართ უსირცხვილოები.
ამბობს ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე.