დროა: ლეთოდიანის სახლში აღსრულება შევიდა - თქვეს, ჯარიმების გამო თანხის ამოღებას აპირებენ

დროა: ლეთოდიანის სახლში აღსრულება შევიდა - თქვეს, ჯარიმების გამო თანხის ამოღებას აპირებენ

პარტია დროას განცხადებით, მათი წევრის, ნათია ლეთოდიანის სახლში აღსრულების ბიური შევიდა.

მათი ცნობით, ბიურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ჯარიმების გამო სახლის აღწერას და თანხის ასე ამოღებას აპირებენ.

პარტია ამბობს, რომ სახლი ლეთოდიანის სახელზე არ არის გაფორმებული.

"ჩვენი პარტიის წევრის, ნათია ლეთოდიანის სახლში, რამდენიმე წუთის წინ, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

განუცხადეს, რომ პროტესტში მონაწილეობისთვის გამოწერილი უკანონო ჯარიმების გადაუხდელობის გამო, მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის აღწერას და თანხის ასე ამოღებას აპირებენ.

ამ დროისთვის მათ სახლი დატოვეს. ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს დაბრუნდებიან ნივთების აღსაწერად. ცნობისთვის, სახლი ნათიას სახელზე არ არის გაფორმებული.

რუსული რეჟიმი მის ხელთ არსებული ყველა ხერხით ცდილობს აქტიური ადამიანების დაშინებას, მაგრამ მაინც არ გამოსდის!

არა რუსულ რეჟიმს! ბოლომდე!" - ნათქვამია განცხადებაში.