
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, მასსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ხანგრძლივი განხილვა გაიმართა უკრაინაში ომის დასრულების სურვილსა და ზავზე, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა იძლეოდეს ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების საშუალებას.
ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ემანუელ მაკრონმა ასევე ისაუბრა უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც შეინარჩუნებენ მშვიდობას გრძელვადიან პერსპექტივაში. მან გაიმეორა დონალდ ტრამპის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სურს იყოს "მშვიდობისთვის მოთამაშე" რეგიონში.
ემანუელ მაკრონის თქმით, მშვიდობა "არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის დანებებას ან გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტას".
"მან უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი და საშუალება მისცეს უკრაინას, აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საკითხებზე, რომელიც მას ეხება", - თქვა ემანუელ მაკრონმა.