
არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, რადგან საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა? აბა, რა ჰგონია ახლა? როცა ადმინისტრაციაში დაცვასთან ერთად ზიხარ, იცი, იქ პასუხს ვერავინ მოგთხოვს, ეს დრო ხომ გაგივა და თან კონსტიტუციით ქვეყნის მართვას არც არავინ ეკითხებოდა. რა თქმა უნდა, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება, ეს იქნება
ასე შეაფასა ოცნების სატელიტი ხალხის ძალის აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.