ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შეიარაღებული ძალების რეგლამენტში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ "ცეცხლსასროლი იარაღი, სპეცტექნიკა, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისას მოქალაქეების წინააღმდეგ" გაიყენონ.
მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება, დოკუმენტის მიხედვით, ნებადართულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაშიც კი.
რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიურე წერს, რომ ცვლილებებით, სამხედრო მოსამსახურე "არ არის პასუხისმგებელი სროლის შედეგად მიყენებულ ზარალზე", როდესაც ის "კომბინირებული შეიარაღების წესების მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა".
მანამდე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ცვლილებებს "სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების შესახებ" კანონში, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ გამოიყენონ იარაღი ქალების, ბავშვებისა და შშმ პირების წინააღმდეგ "შეიარაღებული წინააღმდეგობის, შეიარაღებული ან ჯგუფური თავდასხმის ან სხვა ქმედებების შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას".