ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ვეტერანი მოჭიდავე, ლუკა კურტანიძე, პატიმრობაში რჩება - ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმის განხილვისას პროკურატურამ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარე 50 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას მიიჩნევდა შესაძლებლად.

კურტანიძეს ბრალდება ოჯახური ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის მუხლებით, რომლებიც მას დამცავი ორდერით ჰქონდა დაკისრებული.

ბრალდებული დანაშაულები საქართველოს კანონმდებლობით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.

მომდევნო სასამართლო სხდომა 17 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.