Singapore Airlines-ის რეისი ლონდონი-სინგაპური ძლიერ ტურბულენტობაში მოყვა, რის გამოც 1 მგზავრი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
თვითმფრინავი ბანგკოკში ავარიულად დაეშვა, სადაც დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
არსებული ცნობით, თვითმფრინავი ბენგალის ყურის გადაკვეთის შემდეგ სიმაღლიდან 1 800 მეტრით ჩამოვარდა.
რეისზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა.